თეა წულუკიანი რუსთაველის თეატრის მოსკოვში გამგზავრებაზე - „ე, მანდ“, თეატრების საქმიანობაში მე არ ვერევი - ამას ჰქვია შემოქმედებითი თავისუფლება

გეტყვით, რომ „ე, მანდ“, თეატრების საქმიანობაში მე არ ვერევი და ყველა თეატრი თავად წყვეტს. ამას ჰქვია შემოქმედებითი თავისუფლება, - ასე უპასუხა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც რუსთაველის თეატრის მოსკოვში, ჩეხოვის ფესტივალში მონაწილეობის მიღებას შეეხებოდა.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, ყველა თეატრი და ყველა სამხატვრო ხელმძღვანელი გადაწყვეტილების მიღებაში თავისუფალია.

„იყვნენ ტელევიზიები, ფლაგმანები, როცა მე კულტურის მინისტრად ვინიშნებოდი, თითს მიქნევდნენ, ე, მან არ ჩაერიო, შემოქმედი ხალხის საქმიანობაშიო“. შესაბამისად, გეტყვთ, რომ „ე, მანდ“ მე არ ვერევი თეატრების საქმიანობაში და ყველა თეატრი თავად წყვეტს. ამას ჰქვია შემოქმედებითი თავისუფლება, თუ რომელ საერთაშორისო ფესტივალზე წავიდეს გასტროლით. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, საქმე უნდა გვქონდეს იმ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალთან, რომლის გამართვის ადგილი არის სწორედ რუსეთის ფედერაცია. ამ გადაწყვეტილებაში ყველა თეატრი და ყველა სამხატვრო ხელმძღვანელი თავისუფალია. კულტურის სამინისტროში ცენზურა არ არსებობს“, - განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, მოსკოვი ჩეხოვის ფესტივალს მასპინძლობს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის თეატრალურ დასებთან ერთად, 27 ივნისს საქართველოც მიიღებს მონაწილეობას.

რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველი არხის ინფორმაციით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი მოსკოვში თავის საპრემიერო სპექტაკლს გამართავს. რუსთაველის თეატრი მოსკოვში რობერტ სტურუას სპექტაკლს „თამაშის დასასრული“ ითამაშებს.

იხილეთ ვიდეო:როცა მე კულტურის მინისტრად ვინიშნებოდი, ესენი თითს მიქნევდნენ, ემანდ არ ჩაერიოო შემოქმედი ხალხის საქმიანობაშიო - თეა წულუკიანი

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა