დავით სერგეენკო - „ნაციონალურ მოძრაობას" თავისი პასუხისმგებლობა აქვს, ხელს ვერ დავუჭერთ და ძალით ვერ მოვაწერინებთ შეთანხმებაზე

„ნაციონალურ მოძრაობას" თავისი პასუხისმგებლობა აქვს, ხელს ვერ დავუჭერთ და ძალით ვერ მოვაწერინებთ შეთანხმებაზე, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან აშშ- ის სენატის რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, რეზოლუციით მოწოდებები ეკუთვნის როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ საკმაოდ მკაფიო მოწოდებაა დაფიქსირებული.

„არ გასულა 19 აპრილიდან დიდი ხანი იმისათვის, რომ რასაც ჰქვია რეფორმა მომხდარიყო, შეიძლება რაღაც ეპოქალური შედეგი ჯერ არ დამდგარა, ხანმოკლე პერიოდის გამო, მაგრამ ეს ადამიანები რეზოლუციაში აფიქსირებენ, რომ გააკეთოს პოზიციამ ეს და გააკეთოს ოპოზიციამ ეს. მე ვფიქრობ, ორივე მხარემ ამ რეკომენდაციებს ანგარიში უნდა გაუწიოს.

„ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი პასუხისმგებლობა აქვს, ხელს ვერ დავუჭერთ და ძალით ვერ მოვაწერინებთ. დანარჩენი ყველა შეუერთდა ამ შეთანხმებას და ამოცანა არის, რომ ამ ხელშეკრულებაში გაწერილი ყველა პუნქტი შესრულდეს. თუ არ მოაწერს ეს ხალხი ხელს, დაე ნუ მოაწერს. ამით ტრაგედიას ვერ შევქმნით,"- განაცხადა სერგეენკომ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა