„ქართული ხმების“ სოლისტი ზურაბ ბაკურაძე რაჭაში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

„ქართული ხმების“ სოლისტი ზურაბ ბაკურაძე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მისი ცხედარი სამაშველო სამსახურმა ცოტა ხნის წინ ხევიდან ამოიყვანა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამაშველო ჯგუფი ადგილზე შეტყობინებიდან მალევე მივიდა.

„მაშველების მიერ ხევიდან ამოყვანილია პირი, რომლის გარდაცვალების ფაქტი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მხრიდან დაფიქსირდა“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

უბედური შემთხვევა რაჭაში მოხდა. სოფელ შქმერში გზა ჩავარდა, რა დროსაც ის ხევში გადავარდა.

ზურაბ ბაკურაძის ოჯახის ახლობლის, სალომე ადამიას განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბაკურაძე უბედური შემთხვევის დროს რაჭაში, დედამისის დაკრძალვაზე იმყოფებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

„სამსახურის საქმეზე იყვნენ წასულები, მოწყდა მიწა და ჩაიტანა ხევში. ინფორმაცია, რომ დედის დაკრძალვაზე იყო, სრული დეზინფორმაციაა. დედის დაკრძალვა იყო ორი კვირის წინ", - განაცხადა სალომე ადამიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი