კახა ოქრიაშვილი - შარშან ისრაელში ორი ბანაკის მთავარმა პარტიებმა კოალიცია გააკეთეს, რაც იგივეა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთონ, წარმოუდგენელი არაფერია

დღეს პარტიები არიან კონკურენტები, ყველა თავის რეიტინგზე ზრუნავს, ებრძვიან ერთმანეთსაც, მაგრამ არჩევნების დასრულებისთანავე მიდის მოლაპარაკება კოალიაციურ მთავრობაზე, ასე რომ, არაფერს გამოვრიცხავ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია- ძალა ერთობაშია“ სიით პარლამენტში გასულმა დეპუტატმა, კახა ოქრიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მას აქვს დოკუმენტი შემუშავებული, თუ როგორ შეიძლება დაკომპლექტდეს კოალიციური მთავრობა. ოქრიაშვილის თქმით, ამ დოკუმენტს ყველა პარტიას გააცნობს.

„მე მქონდა დოკუმენტი შემუშავებული და მაქვს კიდეც, პირველად თქვენთან ვაჟღერებ რა პუნქტებიც ამ დოკუმენტშია ჩამოწერილი, როცა კოალიციაზეა საუბარი, პრემიერს წარადგენს პარტია, რომელმაც აიღო ყველაზე მეტი პროცენტი. პარტიამ, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა წარადგენს ვიცე-პრემიერს, რომელიც იქნება შს მინისტრი, მესამე ადგილზე გასული პარტია მიიღებს იუსტიციის ან საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელს. იგივე ვრცელდება საპარლამენტო თანამდებობებზე. ეს ჩემი მოგონილი არ არის, ასევე მუშაობს დემოკრატია საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში და ერთგვარად ქართულ რეალობაზე მორგებული გერმანული მოდელია. ასე რომ, ეს დოკუმენტი გამზადებული მაქვს და როცა დადგება დრო ამ დოკუმენტს გავუგზავნი პარტიებს და ვინც მოიწონებს, მოიწონებს.

დღეს პარტიები არიან კონკურენტები და ყველა თავის რეიტინგზე და მისაღებ პროცენტებზე ზრუნავს, ებრძვიან ერთმანეთსაც, მაგრამ არჩევნების დასრულებისთანავე მიდის შემდეგ მოლაპარაკება კოალიციურ მთავრობაზე, პრაქტიკულად მეორე დღიდან და ვისაც ერთნაირი ინტერესები, ხედვები აქვთ ქვეყნის მომავალზე, ჯგუფდებიან ეს პარტიები, ასე რომ, არაფერს გამოვრიცხავ. შარშან ისრაელში რიგგარეშე არჩევნებში, ორი ბანაკის მთავარმა პარტიებმა დროებითი კოალიცია გააკეთეს, რადგან ვერ მოახერხეს სხვანაირად პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა. ეს იგივეა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ კოალიცია გააკეთონ, მაგრამ ასეთი კურიოზული მთავრობა ისრაელში იყო და რამდენიმე თვე იმუშავა, თითქმის ერთი წელი, წარმოუდგენელი არაფერია“,- განაცხადა ოქრიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა