ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი შესაძლოა, 1 თვეში დომინანტი გახდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი 1 თვეში დომინანტი გახდეს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ქვეყანაში კორონავირუსის ე.წ.ინდური შტამის შემთხვევები მოიმატებს.

„დელტა“ შტამი დომინანტი რომ გახდეს ამის ალბათობა დიდია. ეს შტამი დომინანტი გახდა ბრიტანეთში. რა თქმა უნდა, მოიმატებს, მომავალი 1 თვის განმავლობაში არ გამოვრიცხავთ, რომ "დელტა", ე.წ. ინდური შტამი ერთ-ერთი მთავარი წამყვანი გახდეს ცირკულაციაში“, - აღნიშნავს გამყრელიძე.

მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრან. მისი თქმით, თუ ავიცრებით “მაშინ ვერც “ინდური შტამი” მოგვერევა და ვერც სხვა ახლი შტამი“.

“თუ ყველა ავიცრებით, მაშინ ვერც “ინდური შტამი” მოგერევათ, ვერც სხვა ახლი შტამი, რომელიც შეიძლება გაჩნდეს. ეს ვირუსი ადამიანს ებრძვის, მუტაციები მუდმივად ხდება, არ არის გამორიცხული სხვა დიდ პოპულაციებში სხვადასხვა მუტირებული შტამი ჩამოყალიბდეს. რთულია წინასწარმეტყველება რა შეიძლება გაჩნდეს”,- აღნიშნავს გამყრელიძე.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს