თაკო ჩარკვიანი პრემიერს - თქვენი მოღვაწეობის „ქეთოს მზითვი“ მინდა ჩამოვთვალო: კორუფცია ყვავის, სასამართლოში კლანია, რკინიგზა ჩაიძირა, ანაკლიის შესანიშნავი პროექტი განადგურებულია, გაძარცვულია ბიუჯეტი

ახლა თქვენი მოღვაწეობის „ქეთოს მზითვი“ მინდა ჩამოვთვალო: კორუფცია ყვავის, სასამართლოში კლანია, რკინიგზა­ ჩაიძირა, ანაკლიის შესანიშნავი პროექტი აბსოლუტურად განადგურებულია, გაძარცვულია ბიუჯეტი, - ასე მიმართა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც პარლამენტს მთავრობის მუშაობის წლიური ანგარიში წარუდგინა.

მისივე განცხადებით, მოსახლეობა არა შემწეობის სახით გაცემულ დახმარებას, არამედ „გატანილი ბიუჯეტის“ უკან დაბრუნებას ითხოვს. ჩარკვიანის განცხადებით, იმას, რასაც ხელისუფლება სტაბილურობას არქმევს, სინამდვილეში სტაგნაცია ჰქვია.

„ვინ თქვა, რომ ვინმე, რამელიმე დახმარებას ელის თქვენგან ან ვინმეს სჭირდება წყალობა ღვთის? ადამიანები გატანილი ბიუჯეტის უკან დაბრუნებას ითხოვენ და თუ ეს ასე არ არის, მაშინ თქვენს ინტერესში უნდა იყოს საგამოძიებო კომისიების შექმნა და გამოძიება, ვინაიდან თქვენ ხართ ის პრემიერი, მომიტევეთ, მე არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, მაგრამ თითს თქვენკენ იშვერენ მოქალაქები, რომ თქვენ დროს ჩალპა ქვეყანა კორუფციაში, ამაზე თქვენი ორი პრემიერი საუბრობს. თქვენ რასაც სტაბილურობას ეძახით, იმას ჩვენ სტაგნაციას ვეძახით და რომ, ის ბომბები არ ცვივა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს რუსეთისკენ არ მიაქანებთ, ვინაიდან პუტინ -ბაიდენის შეხვედრაზე, მხოლოდ ჩვენს ქვეყანაზე არ იყო საუბარი“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა