დავით სერგეენკო „ნაცმოძრაობაზე“ - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობა კონსულტაციების თემაა და ამაზე წინააღმდეგობას ვერ ვხედავ

პარლამენტის ვიცე-სპიკერის დავით სერგეენკოს განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართვაში პარლამენტისადმი, რომ კონკრეტული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები იყვნენ ის „წინააღმდეგობას ვერ ხედავს“, ვინაიდან აღნიშნული შარლ მიშელის დოკუმენტის შემადგენელი ნაწილი არ არის.

როგორც დავით სერგეენკო აღნიშნავს, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პოლიტიკური დოკუმენტის შემადგენელი ნაწილი არ არის.

„ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტში იყო ერთ-ერთი ნაწილი ძალაუფლების გადანაწილება, რომელიც მოიაზრებს 5 კომიტეტის ხელმძღვანელობის ოპოზიციაზე გადაბარებას. ეს არის დოკუმენტის შემადგენელი ნაწილი, ეს აუცილებლად შესრულდება. შესრულდება მათ მიერ, ვინც ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს. რომელიმე პარტია, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“ თუ არ აწერს ხელს, ვერ გახდება ამ პოლიტიკური შეთანხმების მონაწილე და მითუმეტეს, 5 კომიტეტი უნდა გადასულიყო ოპოზიციისკენ. 5-ვე კომიტეტს ეს ხალხი ითხოვს და თან ხელს არ აწერს დოკუმენტზე, ეს არარეალიზებადია.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობა კონსულტაციების თემაა და წინააღმდეგობას ვერ ვხედავ. უნდა იყოს არგუმენტირებული და შეთანხმებული, როგორც ოპოზიციასთან, ისე პოზიციასთან. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობა პოლიტიკური დოკუმენტის შემადგენელი ნაწილი არ არის, ეს კავშირში არ არის შარლ მიშელის დოკუმენტთან, შიდასაპარლამენტო კონსულტაციების საგანია. უნდა დასაბუთდეს და შეჯერდეს სხვა ოპოზიციურ პარტიასთან“,- აღნიშნავს სერგეენკო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა