კანადაში ქვეყნის ისტორიაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა

კანადაში ქვეყნის ისტორიაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. BBC-ის ინფორმაციით, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ბრიტანეთის კოლუმბიაში ჰაერის ტემპერატურამ 46.6 გრადუს ცელსიუსი შეადგინა, რითაც 84 წლის წინ დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელს გადააჭარბა. ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა ტემპერატურა აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.

ექსპერტები ტემპერატურის ასეთ მკვეთრ მატებას კლიმატის ცვლილებასთან აკავშირებენ. ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ, ქუჩაში გასვლისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს