არმაზ ახვლედიანი უმრავლესობას - მეჩვენება, რომ მზადდება წარმოუდგენელი მზაკვრობა საქართველოში მომდევნო, უახლოესი არჩევნების გაყალბების კუთხით, რომ დამკვიდრდეთ, იყოთ და იყოთ

მე მეჩვენება, რომ მზადდება წარმოუდგენელი მზაკვრობა საქართველოში მომდევნო, უახლოესი არჩევნების გაყალბების კუთხით, რომ დამკვიდრდეთ, იყოთ და იყოთ. ამას დასავლეთი მიგიხვდებათ, ამიტომაც ჩემი სურვილია ბატონო პრემიერო, კოლეგებო, ახლა გავიაზროთ, ახლა ავიღოთ ხელი ამ მზაკვრული გეგმის განხორციელებისგან, ფიქრისგანაც კი, - ასე მიმართა ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და უმრავლესობის დეპუტატებს, როდესაც საარჩევნო კოდექსზე და მოსამართლეთა საკითხზე ისაუბრა.

როგორც ახვლედიანმა სხდომაზე აღნიშნა, თუკი მმართველმა პარტიამ თავის ინტერესებს გადააყოლა ქვეყანა, შესაძლოა, ეს ქვეყნისთვის ტრაგიკულად დასრულდეს.

„იმ სურვილების ფონზე, რაც მოვისმინეთ და კიდევ მოვისმენთ, ჩემი სურვილი იქნება განსხვავებული, იმიტომ, რომ რასაც მე გისურვებთ, შესაძლოა, წინ დაგხვდეთ ან მხოლოდ წლების შემდეგ გაგახსენდეთ, ახლა, არა. შეიძლება ვცდები, მაგრამ მე მეჩვენება, რომ ახლა, თქვენ ამას ყურადღებას არ მიაქცევთ, ვერ აღიქვამთ. წლების შემდეგ, თუ როცა იქნება, ამ თანამდებობაზე რომ აღარ იქნებით, თქვენი უმრავლესობა რომ უმრავლესობა აღარ იქნება, გისურვებთ, თქვენ არ გაწევდეთ უხერხულობის ტვირთი გადაწყვეტილებების გამო, რომელიც მიგიღიათ და სავარაუდოდ, რომ უნდა მიიღოთ - ეს არის ჩემი სათქმელიც.

მე მეჩვენება, რომ მზადდება წარმოუდგენელი მზაკვრობა საქართველოში მომდევნო, უახლოესი არჩევნების გაყალბების კუთხით, რომ დამკვიდრდეთ, იყოთ და იყოთ. ამას დასავლეთი მიგიხვდებათ, ამიტომაც ჩემი სურვილია ბატონო პრემიერო, ბატონებო, კოლეგებო, ახლა გავიაზროთ, ახლა ავიღოთ ხელი ამ მზაკვრული გეგმის განხორციელებისგან, ფიქრისგანაც კი, იმიტომ, რომ ჩემი დაკვირვებით და ალბათ, მრავალი გაიზიარებს ამ აზრს, რომ თუ ისე მოხდა, თქვენს გეგმებს და ინტერესებს გადააყოლეთ, ვშიშობ, ეს შეიძლება ქვეყნისთვის ტრაგიკულად დასრულდეს, მაგრამ მე არ გისურვებთ ბატონო პრემიერო, ამას მე თქვენ არ გისურვებთ“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს