გია ვოლსკი მამუკა ხაზარაძეს - ნუ ყვირიხარ, დაჯექი, თუ ძმა ხარ

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც პოლიტიკური დებატები მიმდინარეობს, ვიცე-სპიკერ გია ვოლსკისა და მამუკა ხაზარაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

მათ შორის შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც გია ვოლსკიმ ტრიბუნასთან სიტყვის გამოსვლის დროს მის წინააღმდეგ ბადრი ჯაფარიძის მიერ შეტანილი სარჩელის შესახებ დაიწო საუბარი. ვოლსკის გამოსვლას დარბაზში ჯერ მამუკა ხაზარაძის, შემდეგ კი ბადრი ჯაფარიძის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა.

ვოლსკიმ ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მიმართა და განაცხადა, რომ ისინი დამნაშავეებად არ გამოუცხადებია და უბრალოდ თქვა, რომ მათ კითხვებზე პასუხები აქვთ გასაცემი.

მამუკა ხაზარაძე გამოვიდა და ჩემზე თქვა, სასამართლოში ვუჩივლეთ და სასამართლოს სხდომა არ ჩანიშნულაო. საუბარია იმაზე, რომ როდესაც პოლიტიკაში შემოდიოდნენ ჟურნალისტმა დამისვა კითხვა იმ 17 მლნ-თან დაკავშირებით, რომელიც ბანკიდან გავიდა, კერძო პირზე გადაფორმდა, კერძო ანგარიშზე გადავიდა და ოფშორულ ზონაში მოხვდა, სად არის ვერ გაიგეს. მე რომ ამაზე მკითხეს, ვუპასუხე, რომ ჯერ ამ საკითხზე უნდა გასცენ პასუხი და მერე პოლიტიკაზე ილაპარაკონ. ამიტომ მიჩივლეს.

ვთქვათ და მოიგეთ სასამართლო, 290 ათასი ლარი საიდან უნდა გადავიხადო, თუ ჩემი ბინის წაღება გინდათ? სასამართლოში მიჩივიხართ ორი ამხელა ადამიანი. არავითარი დამნაშავედ არ გამომიცხადებიხართ, ვთქვი, რომ ამ საკითხზე პასუხი გაქვთ გასაცემი. დღემდე გაქვთ პასუხი გასაცემი“,- განაცხადა ხაზარაძემ.

ვოლსკის გამოსვლას დარბაზში ჯერ მამუკა ხაზარაძის, შემდეგ კი ბადრი ჯაფარიძის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა, რის შემდეგაც ვოლსკიმ ხაზარაძეს შემდეგნაირად მიმართა: „კარგი, ნუ ყვირიხარ. დაჯექი, თუ ძმა ხარ“.

ცნობისთვის, ბადრი ჯაფარიძემ 2019 წელს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის წინააღმდეგ პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლო მიმართა და მოითხოვს ვოლსკის ფინანსური სანქცია დაეკისროს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა