მეუფე იაკობი ნინოწმინდის პანსიონზე - აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ

აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ - პრობლემები თუ რამე იქნება ყველაფერს აღვმოფხვრით,- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელმა მეუფე იაკობმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის ვიზიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ სიტუაცია ამ ეტაპისთვის გამოსწორებულია.

"სახალხო დამცველის ინსტიტუტი შემოვიდა ჩვენთან, აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ ისევე როგორც ევროკავშირის და იუნისეფის. ყველაფერს გავითვალისწინებთ და შევეცდებით, რომ საჩვენებელი გავხადოთ.

სახალხო დამცველი პირველად შევიდა კონტაქტში ამ ბავშვებთან 2018 წლის შემდეგ და გარკვეული გაუცხოებასავით იქნებოდა. მეც, რომ მოვედი აქ გარეთ, რომ გამოვდივარ მოდიან ჩემთან ბავშვები და ერთად ვზივართ.

პრობლემები თუ რამე იქნება ყველაფერს აღმოვფხვირით.

რაც უფრო მალე ავაშენებთ მცირე ზომის საცხოვრისებს, ამას ვხედავ მთავარ პრობლემად ახლა, სხვა არაფერს. სიტუაცია გამოსწორებული, უბრალოდ დიდი ზეწოლა იყო აქაურობაზე.

ბავშვები გაუცხოებულები იყვნენ, შედარებით ახლა ისინი შემოდიან კონტაქტში. სხვა შეხვედრების დროს მეტად გახსნილები იქნებიან", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ამასთან, მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ ერთმა ბავშვმა გამოთქვა პანსიონის დატოვების სურვილი.

"ერთ ბავშვს უნდა წასვლა, თბილისში უნდა გადასვლა, ახლა შესაბამის ადგილს მოიძიებენ. მე ვთქვი, ვისაც არ ენდომება არ გავაჩერებთ აქ, ძალადობა არ შეიძლება არც ბავშვზე და არც უფროსზე" , - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ასევე მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ მალე საშტატო განრიგს გამოაქვეყნებს და 20 აღმზრდელი იქნება პანსიონში. შემდეგ კი, მისივე თქმით, 40-მდე გაიზრდება აღმზრდელთა რიცხვი.

მეუფე იაკობმა ახალი პანსიონის აშენებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამავე რეგიონში აშენდება ახალი პანსიონი და ეს ბიუჯეტის ფულიდან არ მოხდება.

"ახალი პანსიონის აშენებასთან დაკავშირებით მერე გეტყვით რა სახსრებით. ხელისუფლებას ბიუჯეტში ისედაც უჭირს, ბევრი პრობლემაა, მარტო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი ხომ არაა, ბევრი პრობლემაა ქვეყანაში, რომელიც გადაიჭრება. ამიტომ უფრო სხვა გზებს ვნახავთ. გეტყვით იმას რომ ბიუჯეტის ფული არ იქნება. 25 მილიონზე ძალიან ბევრს ლაპარაკობენ და არასწორად ლაპარაკობენ. 25 მილიონზე და დაფინანსებაზე, რომ ლაპარაკობთ ეს არის კომპენსაცი, რა ზიანიც მიადგა ეკლესიას, ამიტომ ნუ გგონიათ, რომ ეკლესიას რაღაცას ჩუქნიან. რაც წინაპრებმა დააშავეს ეკლესიის წინაშე, იმ ფულს გვაძლევენ და იმ ფულსაც ვდებ სოციალურ და განათლების პროექტებში“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა