გიორგი ამილახვარი შალვა შავგულიძეს - თქვენი ხელიდან საარჩევნო რეფორმა ჩავარდა, შეუერთდით იმ ძალებს, ვინც გუშინ მხარი არ დაუჭირა რეფორმას - „ნაციონალურ მოძრაობას“

„თქვენი ხელიდან საარჩევნო რეფორმა ჩავარდა, შეუერთდით იმ ძალებს, ვინც გუშინ მხარი არ დაუჭირა რეფორმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ“ - ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრ შალვა შავგულიძეს.

როგორც გიორგი ამილახვარმა განაცხადა, „ლელო“ შეუერთდა იმ ძალებს, ვინც გუშინ მხარი არ დაუჭირა საარჩევნო რეფორმას.

„იმ ძალისგან, ვისაც შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ფრაქცია „ლელოსგან“, ერთის მხრივ ხელი რომ მოაწერეს, ახლა მორალს გვიკითხავენ და ორი თვეა თავისებური სულისკვეთებით განმარტავენ მიშელის დოკუმენტს, ეს რბილად რომ ვთქვათ, კომიკური საქციელია. გუშინ ნათელი მაგალითი იყო, იმიტომ, რომ თქვენი ხელიდან ბატონო შალვა, საარჩევნო რეფორმა ჩავარდა, შეუერთდით იმ ძალებს, ვინც გუშინ მხარი არ დაუჭირა საარჩევნო რეფორმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ. ამიტომ, თქვენ შორის დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ, რა დესტრუქციული ძალაც არის ის, ფაქტობრივად იმას უტოლდებით. რაც ახლა თქვენ , სიტყვა-სიტყვით წაიკითხეთ, „ქართულ ოცნებას“ შესრულებული აქვს ყველაფერი. პროცესი შეჩერდა, შესაბამისი კანონი მიღებულია, დამატებით კონკურსი გამოცხადდა, ახალი განაცხადები იქნა მიღებული, დასრულდა, როგორც უნდა დასრულებულიყო როგორც ვენეციის კომისიის დასკვნის, ისე შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად. აღარაფერს ვამბობ, რომ პროცესი მიმდინარეობს კონსტიტუციის და რეგლამენტის შესაბამისად, ყველა წესის დაცვით, როგორც სამართლებრივად ისე პოლიტიკურ ჭრილში, არანაირი კითხვის ნიშანი ან რაიმე ხარვეზი, დღევანდელ განსახილველ საკითხს არ ახლავს, ამიტომ ცხადია ჩვენ ეს საკითხი უნდა განვიხილოთ და გავაგრძელოთ პროცესი ისე, როგორც ამას კანონმდებლობა მოითხოვს“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

შალვა შავგულიძის განცხადებით, პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხის განხილვა არ უნდა დაიწყოს, რადგან ეს ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტს.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია