დავით სერგეენკო თამარ ჟვანიას გადადგომაზე - ეს სუბიექტური გადაწყვეტილებაა და სტრესის ქვეშ ადამიანმა ბევრი რამ შეიძლება გააკეთოს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას მის სუბიექტურ გადაწყვეტილებად აფასებს და ამბობს, რომ „სტრესის ქვეშ ადამიანმა ბევრი რამ შეიძლება გააკეთოს”.

როგორც სერგეენკომ განაცხადა, ჟვანის გადაწყვეტილების ესმის, რადგან “თვეების განმავლობაში დაუმსახურებელი შეურაცხყოფის და წნეხის ქვეშ იყო”.

“ადამიანურად მესმის მისი გადაწყვეტილება, რადგან ამ თვეების განმავლობაში დაუმსახურებელი შეურაცხყოფის და წნეხის ქვეშ იყო. დაუმსახურებელი იყო იმიტომ, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ვისი სპეციალობაცაა არჩევნების შედეგების შესწავლა, დაადასტურა, რომ სერიოზული დარღვევები არ ყოფილა. იყო ხარვეზები, მაგრამ დარღვევები არ ყოფილა. ასე, რომ ამ ადამიანის მესმის. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა მისი გადაწყვეტილება ზეწოლის ქვეშ, არ მგონია. ჩემთვის უცნობია. დღეს გავიგე მედიიდან მისი გადაწყვეტილების შესახებ. რატომ თვლიდა ადრე, რომ არ წავიდოდა და რატომ გადაწყვიტა დღეს, ესეც ადამიანურად მესმის. ეს სუბიექტური გადაწყვეტილებაა და სტრესის ქვეშ ადამიანმა ბევრი რამ შეიძლება გააკეთოს”,- განაცხადა სერგეენკომ.

რაც შეეხება ოპოზიციის მოლოდინს, რომ „ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატიც ისეთი იქნება, ვინც თამარ ჟვანიას მსგავსად მმართველი გუნდის დავალებებს შეასრულებს”, სერგეენკოს თქმით, კანდიდატი ყველასთვის მისაღები უნდა იყოს.

“ეს გულთმისნობა რაღაა? კანდიდატი უნდა იყოს ისეთი, რომ აკმაყოფილებდეს კონსტიტუციას და ყველასთვის მისაღები იყოს”,- განაცხადა სერგეენკომ.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა