“თბილისი პრაიდის“ ღონისძიების მოწინააღმდეგეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა - ადგილზე  ფიზიკური დაპირისპირება იყო

ადგილზე, სადაც “თბილისი პრაიდის“ ღონისძიება უნდა გაიმართოს, ფიზიკური დაპირისპირება იყო.დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კვირეულის მოწინააღმდეგებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რისი უფლებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.

აქციის მონაწილეები პოლიციას წინააღმდეგობას ამ წუთებშიც უწევენ.

აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ სამართალდამცავები პრაიდის მოწინააღმდეგეებს კვირეულის ორგანიზატორებთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს