ტერიტორიაზე, სადაც "თბილისი პრაიდის" კვირეული უნდა გაიხსნას, ღონისძიების მოწინააღმდეგე 11 პირია დაკავებული

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტერიტორიაზე, სადაც "თბილისი პრაიდის" ღონისძიება მიმდინარეობს, სამართალდამცველებთან დაპირისპირებისას კვირეულის მოწინააღმდეგე 11 პირი დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა.

შეგახსენებთ, "თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში დახურული ღონისძიება მიმდინარეობს. ტერიტორიაზე მივიდნენ კვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფები. ადგილზე რამდენჯერმე მოხდა სამართალდამცველებს და პრაიდის მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება. ისინი ცდილობდნენ "პრაიდის" მონაწილეებთან მიახლოებას, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეები ისროდნენ კვერცხებს, ბოთლებსა და ქვებს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!