გურამ მაჭარაშვილი - პოლიცია არ არის ილუზიონისტი, რომ ასეულობით ადამიანის შეკრების დროს ნებისმიერი ტიპის ძალადობა გამორიცხოს

თუკი მე გამომწვევად ვიქცევი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიციამ უნდა უზრუნველყოს დანარჩენი ადამიანების ჩემს მიმართ სიმპათიით განწყობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა „თბილისი პრაიდის“ გუშინდელ ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.

მისი თქმით, „პოლიცია არ არის ილუზიონისტი, რომ ასეულობით ადამიანის შეკრების დროს ნებისმიერი ტიპის ძალადობა გამორიცხოს, ხოლო მოქალაქეები, რომლებიც იკრიბებიან და იციან, რომ მათ შეკრებას, შესაძლოა, მოჰყვეს პროვოკაცია, არ არის სასურველი ამაზე შეგნებულად წავიდნენ“.

„პოლიციამ იმოქმედა მაღალი სტანდარტებით. უზრუნველყო პრევენცია, რომ ძალადობა არ მომხდარიყო. სამწუხაროდ, ვერც ერთ სახელმწიფოში ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ ძალადობის ელემენტებს, თუმცა აქ მთავარია პოლიციამ ეფექტურად იმოქმედოს და ეს ასე იყო. ნებისმიერი ტიპის ძალადობა არის დასაგმობი, მაგრამ არ არის სასურველი ნამდვილად, რომ გარკვეული ტიპის მოქალაქეთა ჯგუფი, რომელმაც იცის, რომ შესაძლებელია გარკვეული ტიპის პროვოკაცია იყოს, ის ამაზე შეგნებულად წავიდეს. ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება და ის არის უზრუნველყოფილი, მაგრამ როცა აქცია შესაძლებელია იყოს წინაპირობა გარკვეული ტიპის პროვოკაციის, ვფიქრობ, ყველა უნდა მოერიდოს ასეთი ტიპის პროვოკაციას. პოლიცია არის პროფესიონალი სამართალდამცავი, მაგრამ არ არის ილუზიონისტი, რომ ასეთი ასეულობით ადამიანის შეკრების დროს გამორიცხოს ნებისმიერი ტიპის ძალადობა.

ჩვენ ვერ უზრუნველვყოფთ, რომელ ადამიანს რომელი ჯგუფი მოეწონოს ან არ მოეწონოს. მე შეიძლება ვინმესთვის ვიყო სიმპათიური ან ანტიპათიური, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კანონი არ უნდა დავიცვა. მე მაქვს გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ თუკი მე გამომწვევად ვიქცევი, არ ნიშნავს იმას, რომ პოლიციამ უნდა უზრუნველყოს დანარჩენი ადამიანების ჩემს მიმართ სიმპათიით განწყობა,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა