იაგო ხვიჩია - ისეთ საკითხებზე გაჭირდა კონსენსუსის მიღწევა, რომ ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე შეთანხმების გარანტია ნამდვილად არ არსებობს

ისეთ საკითხებზე გაჭირდა კონსენსუსის მიღწევა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პარტიებს შორის, რომ ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე შეთანხმების გარანტია ნამდვილად არ არსებობს, - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამაც" უნდა გაითვალისწინოს, რომ მარტო მის მიერ მოწონებული კანდიდატის მიერ ჩატარებული არჩევნები პრობლემა იქნება.

"საკმაოდ რთულია ამ ეტაპზე იმის თქმა, პრეზიდენტი კარგ თავმჯდომარეს შეარჩევს თუ ცუდს და გამოდგება თუ არა ის პრაქტიკაში. ჩვენ ვიცით, რომ წინა თავმჯდომარეც კონსენსუსით იყო შერჩეული, მოსწონდა ოპოზიციასაც, მაგრამ დაგროვდა უკმაყოფილება და ახლა ვადაზე ადრე მოუწია გადადგომა ქალბატონ ჟვანიას. უნდა დაველოდოთ ამ პროცესს და ვნახოთ ვის შემოგვთავაზებს პრეზიდენტი და მისი სათათბირო ჯგუფი. ვგულშემატკივრობ იმ იდეას, რომ იქნებ კონსენსუსით მოვახერხოთ ცესკოს თავმჯდომარის არჩევა, მაგრამ ისეთ საკითხებზე გაჭირდა კონსენსუსის მიღწევა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პარტიებს შორის, რომ ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე შეთანხმების გარანტია ნამდვილად არ არსებობს, თუმცა, უნდა ვეცადოთ და "ქართულმა ოცნებამაც" უნდა გაითვალისწინოს, რომ მარტო მის მიერ მოწონებული კანდიდატის მიერ ჩატარებული არჩევნები უკვე იქნება პრობლემა",- განაცხდა ხვიჩიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა