ნიკოლოზ სამხარაძე - აპატურაის მხრიდან გამოთქმულია კმაყოფილება იმ რეფორმების მიმართ, რომელიც საქართველომ გაატარა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრაზე ოპოზიციამ სასამართლო რეფორმის საკითხი დააყენა და შესაბამისად, ისაუბრეს იმაზე, რომ რეფორმირებასთან დაკავშირებით თუ რაიმე საკითხი დასახვეწი დარჩა, სამუშაო ჯგუფი დეტალურად იმუშავებს. როგორც სამხარაძემ აღნიშნა, ამ საკითხებზე სამუშაოდ ვადა 2022 წლის საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე აქვთ.

“სასამართლო რეფორმის საკითხი დაყენებული იყო ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგა დეპუტატების მხრიდან, შესაბამისად, განმარტებული იყო, რომ როგორც არის ვალდებულება აღებული, სასამართლო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფი დეტალურად იმუშავებს იმ საკითხებზე, რომელიც მესამე და მეოთხე ტალღის შედეგად გვაქვს მიღებული. აქედან გამომდინარე, თუ რამე საკითხებია დარჩენილი, რომელიც კიდევ საჭიროებს საკანონმდებლო დახვეწას, ამაზეც ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფი, წარმოუდგენს პარლამენტს და ამ ყველაფრისთვის ვადა გვაქვს 2022 წლის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე. ამ ყველაფერზე იყო შეხვედრაზე საუბარი”,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამასთან, როგორც სამხარაძემ აღნიშნა, აპატურამ რეფორმებზე კმაყოფილება გამოთქვა და ქართულ მხარეს აღუთქვა, რომ ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფციის საფუძველზე საქართველოში ალიანსის ჩართულობა გაიზრდება.

“ჯეიმს აპატურაის მხრიდან გამოთქმული იქნა დიდი კმაყოფილება იმ რეფორმების მიმართ, რომელიც საქართველომ გაატარა ამ წლების განმავლობაში. ასევე დიდი მადლობა გადაგვიხადა ქართველ ხალხს ნატო-ს სახელით ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის. ასევე აღგვითქვა, რომ ნატო-ს ახალი სტატეგიული კონცეფციის საფუძველზე ალიანსის ჩართულობა როგორც საქართველოში, ასევე შავი ზღვის რეგიონში კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება და საქართველო, რა თქმა უნდა, გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა ამისთვის ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები და ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად და დასაჩქარებლად საჭიროა, საქართველომ იმუშავოს თავის პარტნიორებთან ერთად”,- განაცხადა სამხარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა