პროკურატურაში ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, პროკურორებმა სტუდენტებს საქართველოს პროკურატურის სტრუქტურა, ამოცანები, პრინციპები და უფლებამოსილება გააცნეს. უწყების თანამშრომლებმა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიასა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს. ასევე, სტუდენტებმა საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების, პრაქტიკისა და დასაქმების პრინციპების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

„ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობისა და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, პროკურატურა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებსა და სტუდენტურ ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს. უწყების მხრიდან, მიზნობრივი პროექტების განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება,“- ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა