დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების შესახებ სემინარი გაიმართა

ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ერთობლივი პროექტის (EUGIPP) ფარგლებში, „საქპატენტისა“ და EUGIPP პროექტის გუნდის ორგანიზებით, სემინარი ჩატარდა თემაზე - „დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმები“.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქპატენტიდან“ აცნობეს, სემინარში მონაწილეობა ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) სააპელაციო საბჭოს პრეზიდენტმა, ჟოაო ნეგრაომ და პირველი და მეორე საბჭოს თავმჯდომარეებმა, გორდონ ჰამფრიმ და სვენ შტურმანმა მიიღეს.

მათივე ინფორმაციით, სემინარი ემსახურებოდა დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) სტანდარტებთან დაახლოებას.

„EUIPO-ს სააპელაციო საბჭოს გამოცდილებაზე დაყრდნობით, „საქპატენტის“ თანამშრომლებმა, პატენტრწმუნებულებმა, მედიატორთა ასოციაციის და საარბიტრაჟო ცენტრების წარმომადგენლებმა გაიზიარეს საკითხთან დაკავშირებული საუკეთესო გამოცდილება, პრაქტიკა და მედიაციის შედეგები. ასევე, მიიღეს ინფორმაცია მედიაციის სხვადასხვა პრინციპების, ტექნიკისა და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების შესახებ, რაც უფლებების მფლობელებს დაეხმარება დავის სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტაში.

EUGIPP არის ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტი ინტელექტუალური საკუთრების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის გაძლიერებას. პროექტი სამწლიანია და 2022 წლის ბოლოს დასრულდება. ევროკავშირის მხრიდან პროექტს ახორციელებს ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება (EUIPO), მთავარი ბენეფიციარია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“, - აღნიშნულია „საქპატენტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა