თბილისის მერია - ზუგდიდის ქუჩაზე ასფალტის საფარი მოწესრიგდა

დიდუბის რაიონის გამგეობამ ზუგდიდის ქუჩაზე ასფალტის მოწესრიგება დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

პროექტის მიხედვით, ქუჩაზე მოწესრიგდა საფეხმავლო ტროტუარები, ბორდიურები. ასევე, მიმდებარედ, ევდოშვილის ქუჩის N12-სა და N18-ში შეიცვალა დაზიანებული ასფალტის საფარი. ასფალტის ორფენიანი საფარი ჯამში, 2 185 კვ.მ ფართობზე დაიგო.

„აღნიშნული პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ბი ემ სი“ 100 704 ლარის ღირებულების ფარგლებში განახორციელა.

ამ ეტაპზე, დიდუბის რაიონის გამგეობა ასფალტს წერეთლის გამზირის N77 ვ-ში, დიღმის მასივის მეხუთე კვარტლის პირველ კორპუსთან და მესამე კვარტლის 28-ე კორპუსის მიმდებარედ აწესრიგებს“, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა