ზაალ უდუმაშვილი - „ქართული ოცნება“ მაინც ჯიუტად აპირებს მოსამართლეები დაამტკიცოს - ამას შესაბამისი პოლიტიკური ფასის გადახდაც უნდა მოჰყვეს

„ქართულ ოცნებაში“ საერთოდ არ ესმით, უფრო სწორად, არ უნდათ, რომ გაიგონ და მაინც ჯიუტად აპირებენ მოსამართლეები დაამტკიცონ. რა თქმა უნდა, ამას შესაბამისი პოლიტიკური ფასის გადახდაც უნდა მოჰყვეს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც უდუმაშვილმა განმარტა, მოსამართლეების დანიშვნით, „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის დოკუმენტს არღვევს.

„როცა შენ არ გესმის შენი პარტნიორების, ოპოზიციას თავი დავანებოთ, არასდროს არ ესმის „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციის, როცა არ გესმის მთავარი სტრატეგიული პარტნიორების, ბუნებრივია, ამას შესაბამისი რეაგირება და შესაბამისი ქმედებებიც მოჰყვება. არ გამოვირცხავ, რომ ამას კონკრეტული ქმედებებიც მოჰყვეს, ბუნებრივია, „ქართულ ოცნებას“ ძალიან სერიოზული პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს, რადგან ამ ქმედებით „ქართული ოცნება“ პირდაპირ არღვევს შარლ მიშელის დოკუმენტს“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ ოპოზიციური პარტიები მათი პარტნიორები იქნებიან იმის ფონზე, როცა ისინი შარლ მიშელის დოკუმენტს არღვევენ.

„აქ არ არის საუბარი მხოლოდ სანქციებზე, თუმცა, სანქციებს არ გამოვირცხავ. ერთ-ერთმა სენატორმა თუ არ ვცდები, ასეთი რამ თქვა, ნუ ელოდებით, რომ მაინც და მაინც კონკრეტული სანქციები შეიძლება დაწესდესო, ის, რომ ამერიკა ყურადღებას შეამცირებს საქართველოს მისამართით, ეს უკვე ნიშნავს, რომ ქმედება არის განხორციელებულიო, ანუ ჩვენ თუ ამერიკის დღის წესრიგში აღარ ვიქნებით, თუ აღარ იქნება ჩვენ მიმართ ზედმეტი ყურადღება, თუ ამერიკისთვის სულერთი გახდა ამ ქვეყანაში რა მოხდება, ამაზე ცუდი შედეგი მე მგონი, არაფერი არ იქნება. „ქართული ოცნება“ თუ ცდილობს იმას, რომ დისტანცირება გააკეთოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, ამის უფლებას ნამდვილად არ მივცემთ, რადგან ჩვენთვის ნამდვილად არ არის სულერთი, ეს ქვეყანა სად წავა.

დღეს ჩვენ ხომ გვეუბნებიან, ხელი მოაწერეთ შარლ მიშელის დოკუმენტს, ადამიანები, რომლებიც პირდაპირ არღვევენ ამ დოკუმენტს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგებიან ამ დოკუმენტის სულისკვეთებას და ეს ჩემი სიტყვები არ არის, ეს შეერთებული შტატების ელჩის სიტყვებია, რომ ეს ქმედება, მოსამართლეების დანიშვნის პროცესი ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას. როცა ასეთ ნაბიჯებს დგამ, იქ არ უნდა გქონდეს შენ იმის იმედი, რომ ოპოზიცია შენი პარტნიორი იქნება ამ საკითხში და არც ერთი ოპოზიციური პარტია არ იქნება „ქართული ოცნების“ პარტნიორი, არამხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა