რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხთა სამოციქულო ეკლესიას მოციქულთა ხსენების დღეს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხთა სამოციქულო წმ. ეკლესიას მოციქულთა ხსენების დღეს ულოცავს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სომეხთა სამოციქულო წმ. ეკლესია დღეს იესო ქრისტეს რჩეულ 12 მოციქულსა და მეცამეტე მოციქულს, პავლეს იხსენიებს.

„12 მოციქული ქრისტეს მოწაფეები და ქრისტეს მოძღვრების პირველი გამავრცელებლები იყვნენ, მათ იესოს მოძღვრება უქადაგეს სხვადასხვა ერებს. ქრისტეს მცნებათა უდიდესი მქადაგებელი იყო პავლე მოციქული, რომელიც ქრისტიანულმა ეკლესიამ აღიარა მე-13 მოციქულად.

სომხური სამოციქულო ეკლესია 12 მოციქულთა და მე-13 მოციქულად აღიარებულ პავლეს ფერისცვალებამდე ერთი კვირით ადრე იხსენიებს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ მოციქულთა ხსენების დღეს“,- აღნიშნავენ სააგენტოში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი