თამარ არჩუაძე - Wizz Air-ის მიერ ქუთაისის აეროპორტში ბაზის დაბრუნება ნიშნავს ახალ მიმართულებებს და დამატებით სამუშაო ადგილებს

ქუთაისის განახლებული აეროპორტში ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ბაზირებული საჰაერო ხომალდით ოპერირება ევროპის 6 მიმართულებით დაიწყო. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 1-ლი ივლისიდან პირდაპირი რეგულარული რეისი ქუთაისი-მილანი-ქუთაისის საჰაერო ხაზზე განხორციელდა. ცოტა ხნის წინ კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისი სალონიკის მიმართლებით განხორციელდა.

Wizz Air-ის ბაზის დაბრუნებასთან დაკავშირებით აეროპორტში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, DMO IMERETI ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი დაესწრნენ. პირველი რეისის მგზავრებს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით ტრადიციულად ბრენდირებული სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განმარტებით, Wizz Air-ის მიერ ბაზის დაბრუნება ნიშნავს ახალ მიმართულებებს და დამატებით სამუშაო ადგილებს.

"ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული Wizz Air-ის საჰაერო ხომალდით უკვე შესრულდა ფრენა სალონიკის მიმართულებით. ამ ეტაპზე ბაზას დაემატება 6 მიმართულება, რაც საგრძნობლად გაზრდის საქართველოს დაკავშირების ინდექსს. ჩვენი მგზავრები შეძლებენ გაფრინდნენ დამატებით 6 ახალი მიმართულებით, ესენია ათენი, პრაღა, სალონიკი, ლარნაკა, მემინგენი. Wizz Air-ის ბაზის დაბრუნება რეგიონის მოსახლეობისთვის ნიშნავს იმას, რომ გაცილებით მეტი პირდაპირი რეისის შესაძლებლობა იქნება. ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ Wizz Air-ში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც პანდემიის პერიოდში საზღვარგარეთ იქნენ დისლოცირებულნი დაბრუნდებიან საქართველოში და საქართველოდან განაგრძობენ თავიანთ საქმიანობას", - განაცხადა თამარ არჩუაძე.

საწყის ეტაპზე, ეპიდსიუტაციიდან და ევროპის ქვეყნებში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, მილანის, პრაღის, ათენის, სალონიკის, ლარნაკასა და მემინგენის მიმართულებით ქუთაისიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება. ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან კი რეისების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება. ამ ეტაპზე, ივლისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან Wizz Air ევროპის 14 მიმართულებით განახორციელებს ავიარეისებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა