ხათუნა სამნიძე - პრემიერის განცხადებამ წაახალისა ის ადამიანები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე ძალადობისთვის არიან - თურმე, მათი გადასაწყვეტია, გამზირზე ვინ ჩაივლის და ვინ - არა

პრემიერის განცხადებამ პირდაპირ წაახალისა და პირდაპირ გაუხსნა ხელ-ფეხი ყველა იმ ადამიანს, რომელიც ახლა რუსთაველის გამზირზე ძალადობისთვის დგას. თურმე, მათი გადასაწყვეტია, რუსთაველის გამზირზე ვინ ჩაივლის და ვინ - არა, - ასე გამოეხმაურა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით.

როგორც სამნიძემ განმარტა, პრემიერის გარეშე მოძალადე ძალები ვერ გაბედავდნენ იმას, რაც ახლა რუსთაველის გამზირზე ხდება.

„იმის ნაცვლად, რომ მთავრობის წარმომადგენლისგან, პრემიერისგან მოგვესმინა მკაფიო განცხადება, მკაცრი, რომ ეს ქვეყანა იცავს კონსტიტუციას და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება დაცული იქნება, პრემიერმა ღიად, პირდაპირ გააკეთა განცხადება, რითაც წაახალისა ის, რასაც ახლა ვხედავთ რუსთაველის გამზირზე. მან მოუწოდა პრაქტიკულად ამ ძალებს, რომლებიც ძალადობისთვის არიან შეკრებილი, იმოქმედონ საკუთარი შეხედულებების შესაბამისად იმისთვის, რომ არ ჩატარდეს ამ ქვეყანაში მშვიდობიანი მარში.

თვითონაც თქვა, რომ ის თურმე, არ ემხრობა მარშის ჩატარებას და თურმე, კონსტიტუცია ისე უნდა წავიკითხოთ, როგორც პრემიერს სურს და არა ისე, როგორც ის არის დაწერილი, რომ თითოეულ ადამიანს აქვს გამოხატვის და შეკრების უფლება. ამ განცხადების მერე დავრწმუნდი იმაში, რომ მის გარეშე, პრემიერის გარეშე ვერ გაბედავდნენ ეს ძალები ღიად, პრორუსული მოძალადე, მარგინალური ძალები ასეთი ტიპის ძალადობას. მისმა განცხადებამ პირდაპირ წაახალისა და პირდაპირ გაუხსნა ხელ-ფეხი ყველა იმ ადამიანს, რომელიც ძალადობისთვის დგას ახლა რუსთაველის გამზირზე და თურმე, მათი გადასაწყვეტია, ვინ ჩაივლის და ვინ არა, რუსთაველის გამზირზე“, - განაცხადა სამნიძემ.

მისივე განმარტებით, საპატრიარქო ხელისუფლებასთან ერთად „ხელჩაკიდებული“ მოქმედებს.

„ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ სალოცავად არავინ იკრიბებოდა, რადგან ლოცვისთვის არ არის საჭირო რომ „მარშუტკებით“ და SMS-ით ორგანიზება გაუწიო ადამიანების ჩამოყვანას რეგიონებიდან და ამით ძალის დემონსტრირება მოახდინო, ლოცვას არ სჭირდება ძალის დემონსტრირება.

საპატრიარქო ხელჩაკიდებულად მოქმედებს ხელისუფლებასთან ერთად და ეს არ არის პირველი შემთხვევა, ის თითს უქნევს ხელისუფლებას, როცა მას ეს სჭირდება და დღეს სწორედ ამის ჩვენებაა, მას არ სჭირდება ხელის დაქნევა ღარიბაშვილისთვის პირადად, პრემიერი არის თავიდან ბოლომდე იმ მხარეს, სადაც გვესმის ძალადობა, დაპირისპირება. როცა ის ლაპარაკობს სამოქალაქო დაპირისპირებაზე, ურჩევნია, უკეთესია, თუ უკეთესად წაიკითხავს კონსტიტუციას, გადახედავს უახლოეს წარსულს და თვითონვე ნახავს, რომ როდესაც ქვეყანაში ხდება ამ ტიპის დაპირისპირება, ამ ტიპის აგრესია, ჟურნალისტებზე, თავისუფალ მოქალაქეებზე თავდასხმა, ყოველთვის ეს მხარდაჭერილია ხელისუფლების მხრიდან და არც ერთი ეს მარგინალური ძალა დამოუკიდებლად არ მოქმედებს და მათ არ აქვთ საშუალება, თუ მკაცრია ხელისუფლება, იქ კანონი ასე დაარღვიონ“, - განაცხადა სამნიძემ.

ოთარ ჯანელიძე - რუსეთიდან შემომსვლელ მიგრანტებთან დაკავშირებით უნდა იგრძნობოდეს, რომ ვმოქმედებთ, როგორც სახელმწიფო
ქართული პრესის მიმოხილვა 26.09.2022
დიტერ ბოდენი - ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში საქართველო უნდა იყოს ლიდერი, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ქართული მხრიდან ამას ვერ ვხედავ
Hallo - პირველი ვირტუალური მობილური ოპერატორი საქართველოში
Hotsale.ge-მ ვებგვერდზე განთავსებულ კვების ობიექტებში ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების მონიტორინგი დაიწყო
iPhone 14 უკვე ელიტ ელექტრონიქსში
ბაზისბანკის და ინტელექტ-კლუბ რა? სად? როდის? 10-წლიანი პარტნიორობა გრძელდება
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - "ონკოლოგია და ბირთვული მედიცინა" გაიმართა
კარფური და მასტერქარდი „ერთად ბავშვებისთვის“