კვლევა - „ფაიზერის“ ვაქცინა კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ 70-ით ეფექტურია

„ფაიზერის“ ვაქცინა კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ 70%-ით ეფექტურია, - ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის (KAN) ინფორმაციით, ამის შესახებ იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის კვლევის შედეგებშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, „ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინა ასევე ნაკლებად ეფექტურია „დელტა“ ვარიანტით ინფიცირებულ ადამიანებში სერიოზული სიმპტომების განვითარების პრევენციის თვალსაზრისით.

აღსანიშნავია, რომ მანამდე აღმოჩენილი შტამების წინააღმდეგ „ფაიზერის“ ვაქცინის ეფექტურობა დაახლოებით 95%-ს შეადგენს.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელში გასული 2 კვირის განმავლობაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევების 90%-ი „დელტა“ ვარიანტზე მოდის.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია