„მრავალეროვანი საქართველო“ - ხელისუფლებისა და შესაბამისი უწყებების მხრიდან არ ხდებოდა სათანადო რეაგირება, როგორც ძალადობრივი ჯგუფების კანონსაწინააღმდეგო ქმედებების, ისე მათი წახალისების მცდელობების მიმართ

„მრავალეროვანი საქართველო“ გმობს როგორც ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებზე, ისე ნებისმიერ ადამიანზე ძალადობას და თავდასხმას.

როგორც „მრავალეროვანი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დედაქალაქში, რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარედ, „თბილისი პრაიდის“ ჩატარების მოწინააღმდეგეთა მიერ, LGBTQ+ თემის წარმომადგენლებზე, უფლებადამცველებზე და ჟურნალისტებზე თავდასხმების, ძალადობისა და ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის მრავალი შემთხვევის მიუხედავად, ხელისუფლებისა და შესაბამისი უწყებების, მხრიდან არ ხდებოდა სათანადო რეაგირება, როგორც ძალადობრივი ჯგუფების კანონსაწინააღმდეგო ქმედებების, ისე მათი წახალისების მცდელობების მიმართ.

„მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციისა და კადრების მიხედვით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს IPN-ის, „პალიტრას“, „TV პირველის“, „ფორმულას“, „მთავარი არხის“, „რუსთავი2“-სა და სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია სასულიერო პირთა, როგორც ძალადობრივი მოწოდებები, ისე თავად ძალადობის ფაქტები ჟურნალისტების მიმართ. ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეზე და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებზე განხორციელებული, ორგანიზებული თავდასხმები.

შესამჩნევი იყო, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენელთა არაადეკვატური რაოდენობა, რაც აისახებოდა პროცესებზე და ბადებდა მოძალადეთა შორის დაუსჯელობის განცდას.

მრავალეროვანი საქართველო მოუწოდებს ხელისუფლებას გამოიძიოს როგორც კანონდარღვევისა და ძალადობის თითოეული, ისე ძალადობის წახალისების ყველა შემთხვევა, მოახდინოს სამართალდამრღვევთა იდენტიფიცირება და ყოველი მოძალადის მიმართ გამოყენებულ იქნას კანონით გათვალისწინებული უმაკაცრესი ზომა“, - ნათქვამია განცხადებაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს