ქაშუეთის ტაძარში პარაკლისი დასრულდა - მრევლის ნაწილმა პარლამენტის წინ პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე გადაინაცვლა

ქაშუეთის ტაძარში პარაკლისი აღევლინა. პარაკლისი საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ რამდენიმე ეპარქიის ეპისკოპოსთან ერთად აღავლინა.

მეუფე შიოს განცხადებით, რამდენჯერაც მსგავსი ღონისძიების ჩატარების მცდელობა იქნება, ერი ყოველთვის გამთლიანდება ამის წინააღმდეგ. მან დღის განმავლობაში დაფიქსირებულ ძალადობრივ ფაქტებს გადაცდომა უწოდა და არაკორექტული ქმედებების გამო მწუხარება გამოთქვა.

მრევლის ნაწილი ქაშუეთის ეკლესიაში დარჩა, ნაწილმა კი პარლამენტის წინ პრაიდის მოწინააღმდეგეების მიერ ორგანიზებულ აქციაზე გადაინაცვლა, სადაც სიტყვით გამოსვლები გრძელდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა