ექიმის განცხადებით, „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტი ინტენსიური მეთვალყურეობისა და მკურნალობის ქვეშ იმყოფება, იგეგმება განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფია

ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმ - ნევროლოგის, მარიამ ხელაძის განცხადებით, „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტს გიორგი ნიკოლიშვილს განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდება.

როგორც ხელაძემ ჟურნალიტებთან განაცხადა, გიორგი ნიკოლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით საყურადღებოა.

„ამჟამად ნევროლოგიურ დეპარტამენტში მკურნალობას 2 პაციენტი განაგრძობს, ვახტანგ ქარელი და გიორგი ნიკოლიშვილი. გიორგი ნიკოლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით საყურადღებოა. ინტენსიური მეთვალყურეობისა და მკურნალობის ქვეშ იმყოფება. ნიკოლიშვილთან იგეგმება განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფია, ამჟამად ნეიროქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს და მუდმივი დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ვახო ქარელის მდგომარეობა კი სტაბილურია”, - განაცხადა ხელაძემ.

ცნობისთვის, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების თავდასხმების შედეგად მედიასაშუალებების 50-მდე თანამშრომელი დაშავდა. ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით მხოლოდ 8 პირია დაკავებული.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს