“პალიტრანიუსის”, “ტვ პირველისა” და “პირველი არხის” ოპერატორები, რომლებსაც გუშინდელი მოვლენებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, „ნიუ ჰოსპიტალსში“ რჩებიან

“პალიტრანიუსის” ოპერატორი რომა ტარუღიშვილი, “ტვ პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა და “პირველი არხის” ოპერატორი ილია თვალიაშვილი, რომლებსაც გუშინ განვითარებული მოვლენებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, კლინიკაში რჩებიან.

თუმცა, „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკური დირექტორის გიორგი კორძახიას განცხადებით, მედიასაშუალებების დაშავებული თანამშრომლების მდგომარეობა სტაბილურია და ისინი შესაძლოა, ხვალ გაწერონ.

„კლინიკაში ამ ეტაპზე 3 პაციენტი რჩება, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორს ოპერაციული ჩარევა სახის ძვლებზე ჩაუტარდა. დღეისათვის მათი გაწერა არ იგეგმება, ამას უფრო ხვალისათვის განვიხილავთ. სამივეს შემთხვევაში, შესაძლოა, გაწერა დაიგეგმოს. ორს სახის ძვლების მოტეხილობა აღენიშნებოდა, ასევე თვალ-ბუდის დაზიანება და თავის ტვინის შერყევა იყო”, - განაცხადა გიორგი კორძახიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს