დავით სერგეენკო ჟურნალისტებს - გულისწყრომა სამართლიანია და ვერ დავიწყებ თავის მართლებას - კითხვაზე, მე, როგორც ერთმა დეპუტატმა, რა გავაკეთე - მოკლებული ვიყავი შესაძლებლობას, რომ შევვარდნილიყავი და დამეწყო გაშველება

გულისწყრომა სამართლიანია და მე ვერ დავიწყებ თავის მართლებას, კითხვაზე - მე, როგორც ერთმა დეპუტატმა, რა გავაკეთე - მოკლებული ვიყავი შესაძლებლობას, რომ შევვარდნილიყავი და დამეწყო გაშველება,- ასე პასუხობს პარლამენტის ვიცე- სპიკერი დავით სერგეენკო ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ აკეთებდნენ გუშინ უმრავლესობის წევრები განცხადებებს და რა გააკეთა თავად იმისთვის, რომ აქციის მიმდინარეობისას პოლიცია ყოფილიყო ეფექტიანი და ჟურნალისტებზე ძალადობა აღკვეთილიყო.

ამასთან, სერგეენკო არ ფიქრობს, რომ ძალადობა პრემიერ - მინისტრის განცხადებამ წაახალისა.

„ძალიან მიჭირს კონკრეტული შეფასების გაკეთება, რადგან შეძრული ვარ იმით, რასაც ვუყურე, არ ვიცი, ამას რა ქვია.

მოვლენების განვითარება სხვაგვარი იყო, არ მგონია, რომ ღარიბაშვილის განცხადებამ წაახალისა. გუშინ რაც მოხდა, ამ 50 ადამიანის ცემა, ამას რა ქვია არ ვიცი, არის კავშირში წახალისებასთან თუ არა - არ მგონია, რომ პრემიერის ნათქვამს გავლენა ჰქონოდა ამაზე. ადამიანების ზიანმა, სამწუხარო შედეგებმა გვაჩვენა, რომ სრულად და 100 პროცენტით ვერ მოხდა პრევენცია ამ დანაშაულის, ყველას სურვილი იქნებოდა, რომ მომხდარიყო.

მე მესმის თქვენი პოზიციის ადამიანურად, მართლა მიჭირს კონკრეტული პასუხების გაცემა, მიჭირს იმის შეფასება, რაც მოხდა გუშინ, ყველა ადამიანმა უნდა აგოს პასუხი თავის საქციელზე. ოპოზიცია რას ამბობს, შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე, მაგრამ მე ჩემს აზრს მოგახსენებთ, რომ რასაც მე ვადევნებდი თვალყურს, ჩემი ოთახიდან ჩანს და ისმის ყველაფერი, მოვლენების თანმიმდევრობა არ იყო ისეთი, უკვე დაწყებული იყო ძალადობა და ამის მერე გააკეთა პრემიერმა განცხადება, ვერ დავაკავშირებ ერთმანეთთან.

თქვენი გულისწყრომა სამართლიანია და მე ვერ დავიწყებ თავის მართლებას, მაგალითად კითხვაზე პასუხი, რომ მე როგორც ერთმა დეპუტატმა რა გავაკეთე, როცა ვხედავდი ამას - მე მოკლებული ვიყავი შესაძლებლობას, რომ შევვარდნილიყავი და დამეწყო გაშველება, ამისთვის არსებობს პოლიცია. შეიძლება მოქალაქეობრივი ვალი არის ჩემი, რომ ძალადობას აღვუდგე, მაგრამ ამის შესაძლებლობას, ნამდვილად მოკლებული ვიყავი,"- განაცხადა სერგეენკომ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა