ნათია მეზვრიშვილი - გამოვიდნენ და ძალადობა ომახიანად დაგმეს, ძალადობა, რომელიც არ აღკვეთეს

ხელისუფლების ვალდებულება იყო, რომ კი არ წაეხალისებინათ ძალადობა, არამედ მოეხდინათ ამის პრევენცია - მერე გამოვიდნენ და ომახიანად დაგმეს ძალადობა. ძალადობა, რომელიც არ აღკვეთეს, რომლის პრევენციაც ვერ მოახდინეს , - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ნათია მეზვრიშვილმა თბილისში გუშინ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის იმიჯი კიდევ ერთხელ დაზარალდა.

„ხელისუფლების ვალდებულება იყო, რომ კი არ წაეხალისებინათ ძალადობა, არამედ მოეხდინათ ამის პრევენცია. სამწუხაროდ, ეს ვერ გააკეთეს. ახლა სამაგალითოდ და მოჩვენებით ვინმეს დასჯიან ან არ დასჯიან და სამწუხაროდ, ქვეყნის იმიჯი კიდევ ერთხელ დაზარალდება.

მერე ცინიკური იყო ხელისუფლების მხრიდან ის განცხადებები, რაც გაკეთდა , გამოვიდნენ და ომახიანად დაგმეს ძალადობა, ძალადობა, რომელიც არ აღკვეთეს, რომლის პრევენციაც ვერ მოახდინეს და მერე მარტივია გამოსვლა და ძალადობის დაგმობა, იმიტომ რომ მიხვდნენ ჩიხში შევიდნენ. ისე განვითარდა მოვლენები არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართული იყო“ , - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, გუშინ ხელისუფლებამ რისკების მართვა ვერ შეძლო და სახელმწიფოს წარმომადგენლები „გაჩერებულები იყვნენ“.

მეზვრიშვილის განცხადებით, ხელისუფლება ხალხს და ეკლესიას ამოეფარა.

„სამწუხაროდ, გუშინ სახელმწიფომ ვერ შეძლო და არ შეძლო რისკების მართვა, რაც იყო უმნიშვნელოვანესი ამ პროცესში. ხელისუფლებისთვის ცნობილი იყო, რომ ამ პროცესებთან დაკავშირებით საზოგადოების სხვადასხვა წრეებში არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა, რაც არის ბუნებრივი პროცესი. ვიღაცისთვის რაღაცა არის მოსაწონი, ვიღაცისთვის არ არის. ეს დემოკრატიის ნაწილია და ყველა ერთ აზრზე ვერ იქნება, მაგრამ კონსტიტუცია იმისთვის გვაქვს და იქ იმისთვის წერია გამოხატვის თავისუფლება, კონსტიტუცია ამ ხელისუფლების მიღებული და დამტკიცებულია, რომლითაც ასე ამაყობდნენ, ჩვენ გვეკისრება ვალდებულება, რომ ამ უფლების რეალიზება მოვახდინოთ. სამწუხაროდ, ერთია, რომ ხელისუფლებამ ეს რისკები ვერ მართა და მეორე -კარგად იცოდა იმ ფონზე, როცა განცხადებები კეთდებოდა, მათ შორის რადიკალური ტიპის განცხადებები, ამ ფონზე ვერც პრევენცია მოახდინა. ფაქტიურად სახელმწიფოს წარმომადგენლები გუშინ გაჩერებულები იყვნენ. გუშინ ვნახეთ, რომ სახელმწიფო თავის ფუნქციას ძალადობის აღკვეთისას არ ასრულებდა. ეს რისკები სახელმწიფოს წინასწარ უნდა გაეთვალა, ამ პროცესებში აქტიურად ჩარეულიყო, თუნდაც მოლაპარაკებების წარმოების გზით. გუშინ ხელისუფლება ამოეფარა ხალხს. პასუხისმგებლიანი ხელისუფლებას შეეძლო, რომ ამ რისკების გათვლით ხისტი გადაწყვეტილება მიეღო და საკუთარ თავზე აეღო ეს პასუხისმგებლობა. ამის ნაცვლად ამოეფარა ხალხს და ეკლესიას. სახელმწიფოს მიერ რისკების არასათანადო მართვით და იმის გამო, რომ სახელმწიფო ეკლესიას ამოეფარა ძალიან დიდი ზიანი მიიღო“ , - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა