მიხეილ ყაველაშვილი ჟურნალისტებს - რა ვქნათ ახლა, რას ითხოვთ, პოლიციელებთან ერთად ვიაროთ და ჩვენ ჩავერთოთ გამოძიების პროცესში?

თუ კითხვები დარჩება საზოგადოებაში, პარლამენტი შესაბამისად იმოქმედებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხს მოსთხოვს, - ამის შესახებ სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა გუშინ აქციის მონაწილეთა მხრიდან ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დამნაშავეების იდენტიფიცირებას ახდენს და უნდა დაელოდონ, რამდენად შესაბამისი იქნება რეაგირება.

"თუ საზოგადოებაში კითხვები დარჩება, ამის შემდეგ პარლამენტი თავის როლს შეასრულებს და პასუხებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსთხოვს. თუ ვინმეს გაუჩნდება კითხვა, რომ ვინმე არ დაისაჯა, რეაგირება მოხდება. რა ვქნათ ახლა, რას ითხოვთ, პოლიციელებთან ერთად ვიაროთ და ჩვენ ჩავერთოთ გამოძიების პროცესში? - გასაგებად განვაცხადე, რომ მიმდინარეობს პროცესი, მათ აქვთ შესაბამისი ძალაუფლება იმისთვის, რომ გუშინდელი დღე სათანადოდ გამოიძიონ და დამნაშავეები დასაჯონ. თუ ამ ყველაფრის შემდეგ კითხვები დარჩება საზოგადოებაში, პარლამენტი შესაბამისად იმოქმედებს და შს სამინისტროს პასუხს მოსთხოვს. შეიძლება კითხვები არსებობდეს და განსაკუთრებით მედიის მხრიდან, რომლის წარმომადგენლებიც დაზარალდნენ. თუმცა, ასეთი დაპირისპირების პროცესში პოლიცია ყოველთვის არის და ხშირად მათ კისერზე გადადის მთელი ეს დაპირისპირება,"- განაცხადა ყაველაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს