გლდანის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართება

სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, თბილისის საკრებულოსა და გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, 8 ივლისს, თბილისში, გლდანის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებას მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია გახსნის. ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი მიმართავენ.

„ფორუმი სამ საათს გაგრძელდება და გლდანის პროფესიულ კოლეჯში, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე გაიმართება. ადგილზე 25 მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნეს კომპანია შრომის ბაზარზე აქტიურ 500-მდე ვაკანსიას წარმოადგენს. სამუშაო ადგილები მომსახურების, სავაჭრო, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო, სადაზღვევო და ჯანდაცვის სფეროებიდან იქნება. ღონისძიებაზე სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ დამსაქმებლებს, გაესაუბრონ სასურველი ვაკანსიის თაობაზე და წარმოაჩინონ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით. დასაქმების მსურველებს მათთვის სასურველი სამსახურის მოძიების საშუალება ექნებათ, კომპანიები კი სასურველი ადამიანური რესურსის შერჩევას შეძლებენ. დასაქმების ფორუმი პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დაცვით ჩატარდება.

ფორუმი გლდანის რაიონში მცხოვრები სამუშაოს მაძიებელი მოქალაქეებისთვის დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობას ისახავს მიზნად“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა