რუსთაველის გამზირზე პოლიციამ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავებმა საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს.

რუსთაველის გამზირზე პოლიციამ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა სავარაუდოდ იმ მიზნით, რომ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები აპირებენ მივიდნენ პარლამეტთან, სადაც დღეს სოლიდარობის აქციაა დაგეგმილი.

გადაკეტილია „თბილისი მერიოტიდან“ თავისუფლების მოედნამდე ტერიტორია. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ამ წუთებში ქაშუეთის ეკლესიასთან იმყოფებიან. როგორც ისინი აცხადებენ, პარლამენტთან დღეს დაგეგმილ აქციას ჩაშლიან.

მათივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც დიდი რაოდენობით მოგროვდებიან, აპირებენ შეიჭრან იმ ტერიტორიაზე, სადაც დღეს სოლიდარობის აქციაა დაგეგმილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა