„საქართველოს კლინიკების ასოციაციის“ პრეზიდენტი, ვილი პაჭკორია აცხადებს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეობა „სუფთა წარსულის" გამო სურს

„საქართველოს კლინიკების ასოციაციის“ პრეზიდენტი, იურისტი და ექიმი ვილი პაჭკორია აცხადებს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეობა „სუფთა წარსულის" გამო სურს.

მისი თქმით, მოტივაცია არის ის, რომ „ერთხელ და საბოლოოდ საქართველოში უნდა დასრულდეს საუბარი არჩევნების გაყალბებაზე“.

„ყველანი უნდა ვიყოთ მონდომებული იმისთვის, რომ ამ 30 წლის მანძილზე რაც საქართველო დამოუკიდებელია, ჩატარდეს სუფთა და გამჭვირვალე არჩევნები. ეს არის ჩემი მიზანი და დაინტერესება. ალბათ, ბევრ საკითხი მაქვს გარკვეული გამოცდილება, რომლითაც გამივადგები ამ სფეროსაც. რატომ ვფიქრობ რომ ჩემზე არჩევანი უნდა გაკეთდეს? -იმიტომ, რომ ყველაზე მთავარი ამ საქმეში არის წესიერი, პატიოსანი და უმწიკვლო წარსული. ეს თუ აქვს ადამიანს, მე მომხრე ვარ, რომ ყველამ მიიღოს მონაწილეობა",- განაცხადა პაჭკორიამ.

შეგახსენებთ, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევად კონკურსია გამოცხადებული. კანდიდატებთან გასაუბრება დღეს უნდა დაიწყოს. შესარჩევმა კომისიამ თავჯდომარეობის მსურველი 8 კანდიდატი და წევრობის მსურველი 16 პირი უნდა გამოკითხოს. გასაუბრების პროცესი ხვალ დასრულდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა