მამუკა მდინარაძე - სამწუხაროა, რომ არჩევნებში რაღაც ტიპის მხარდაჭერას ჯერ კიდევ მოიპოვებენ ძალები, რომლებიც ძალიან ცუდი ფორმებით ქართულ ეკლესიას უპირისპირდებიან

არ შეიძლება საქართველოში ეროვნული იდენტობის ერთ-ერთ მთავარ საფუძველს - საქართველოს ეკლესიას ებრძოლო და მის დისკრედიტაციას შეეცადო - სამწუხაროდ, პროპაგანდისტული, ფსიქოლოგიური და მორალური ძალადობის შედეგებს ვიმკით, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

აქვე მდინარაძემ დასძინა, რომ "ამას ძალადობითვე არ უნდა დავუპირისპირდეთ, რადგან ეს გამოსავალი და სწორი სვლა არ არის და არის დანაშაული ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოს წინაშე".

"ეკლესიის მიმართ ბრძოლა, ეკლესიის მიმართ დარტყმები, რასაც ბოლო წლების განმავლობაში კონკრეტული პოლიტიკური ძალების მხრიდან ვხედავთ, ესეც უნდა იყოს დაგმობილი და იდენტიფიცირებული. წლების განმავლობაში წარმოებული კამპანიაა პატრიარქისა და ქართული ეკლესიის მიმართ, რაც მორალური, პროპაგანდისტული ძალადობით, პიარ-კამპანიის გაწერილი გეგმებით ძალადობით ხორციელდებოდა. სამწუხაროა, რომ არჩევნებში რაღაც ტიპის მხარდაჭერას ჯერ კიდევ მოიპოვებენ ძალები, რომლებიც ღიად და აშკარად, ძალიან ცუდი ფორმებით ქართულ ეკლესიას უპირისპირდებიან. არ მაქვს ილუზია, რომ ყველგან ყველაფერი კარგადაა, მაგრამ არსებობს საკითხები, რაზეც უკამათოდ, უდაოდ უნდა შევჯერდეთ. უდაო საკითხი უნდა იყოს, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი და პიარკამპანია არ აწარმოო საქართველოს საპატრიარქოს და პატრიარქზე დარტყმის ხარჯზე. არსებობს რაღაც ღირებულებები რაც არ გადაიხედება, ისევე როგორც არ გადაიხედება კონსტიტუციაში არსებული დათქმა, რომ საქართველოს არჩევანია ევროატლანტიკურ სივრცე და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა. ოღონდ ეს ყველაფერი არა ეროვნული იდენტობის გვერდზე გაწევის ხარჯზე, არამედ ქართული, ეროვნული ტრადიციული იდენტობის შენარჩუნების და გამყარების ხარჯზე. ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები ჩვენი ტრადიციებით, იდენტობით და ეროვნული სულისკვეთებით", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა