კახა კუჭავა აზერბაიჯანის კულტურის მინისტრს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის კულტურის მინისტრს, ანარ კარიმოვს შეხვდა.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული და მეგობრული ურთიერთობები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობაზე, ასევე, ხაზი გაესვა კულტურული დიპლომატიისა და ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო ინიციატივების განხორციელების მნიშვნელობას.

მხარეების შეფასებით, პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებებით თანამშრომლობასთან ერთად, კულტურა ის სფეროა, რომელიც ხალხთაშორისი ურთიერთობების გამყარებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე, ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე მჭიდრო და კოორდინირებული კომუნიკაციის შესახებ ისაუბრეს.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი