პირველადი სპეციფიური PCR კვლევით, ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკაში აფხაზეთიდან გადმოყვანილ ბავშვს ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა

პირველადი სპეციფიური PCR კვლევით, ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკაში აფხაზეთიდან გადმოყვანილ ბავშვს კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განუცხადა, კლინიკაში მოთავსებულ კიდევ ერთ ბავშვს კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამი დაუდატურდა.

როგორც მაია ჩხაიძემ აღნიშნა, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ისინი მართვით სუნთქვაზე არიან.

„PCR ტესტით „დელტას” შტამი დადასტურდა, მაგრამ, ეს არ არის საბოლოო პასუხი, სექვენირება სჭირდება, რომელსაც არ ვიცი ზუსტად რამდენი დრო დასჭირდება. ორი თვის ბავშვები არიან. ერთს აქვს „ბრიტანული“ შტამი და მეორეს „დელტა“, ანუ ინდური. ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან“, - განაცხადა ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში 3 ახალშობილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს