გია ვოლსკი - 5-6 ივლისს, ორივე მხარემ სხვადასხვა დონის და სხვადასხვა ხასიათის წვლილი შეიტანა იმაში, რომ საქართველოს სერიოზული ზარალი მიდგომოდა

5-6 ივლისს, ორივე მხარემ სხვადასხვა დონის და სხვადასხვა ხასიათის წვლილი შეიტანა იმაში, რომ საქართველოს სერიოზული ზარალი მიდგომოდა , - ეს შეფასება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკის თქმით, მოულოდნელი და ყოვლად წარმოუდგენელი იყო, ჟურნალისტებზე ასეთი ორგანიზებული შეტევა, ხოლო ის, რაც მოხდა, სახელმწიფოსა და მისი იმიჯის წინააღმდეგ არის მიმართული.

"ყველაფერი გაკეთდა როგორც აქციის ორგანიზატორების, ასევე აქციაზე თავდამსხმელების მხრიდან, რომ პოლიცია ეფექტური არ ყოფილიყო. მოსალოდნელი იყო, რომ ასეთ პირობებში სახელმწიფოს სერიოზული ზარალი მიადგებოდა", - აღნიშნა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა