ევროკრედიტმა და Nexia TA-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

მაღალხარისხიანი აუდიტორული მომსახურების მიღება საკმაოდ მიშვნელოვანია ყველა ბიზნესისთვის, თუმცა განსაკუთრებით იმ კომპანიებისთვის, რომლებიც საფინანსო ინსტიტუტებს წარმოადგენენ. სწორედ ამიტომ, ევროკრედიტი უკვე რამდენიმე წელია თანამშრომლობს ისეთი მაღალი დონის საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიასთან, როგორიც არის Nexia TA.

სულ რამდენიმე დღის წინ კი ამ ორ კომპანიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც კომპანიის საგადასახადო პოლიტიკის დანერგვას, რისკების იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრას, აგრეთვე ერთობლივი კონფერენციების, ლექციების თუ სხვა ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას გულისხმობს.

„ევროკრედიტისა და Nexia TA პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიდა. წარმატებული გამოცდილების გათვალისწინებით ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება გადავწყვიტეთ. ჩვენს შორის გაფორმებული მემორანდუმი კიდევ უფრო გაამარტივებს საგადასახადო რეგულირების, ფინანსური აუდიტის, ბუღალტრული აღრიცხვისა და მოქმედ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული პრაქტიკული გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარებას.

ამასთანავე ერთად, მემორანდუმი ერთობლივი ღონისძიებების, კონფერენციებისა თუ სხვა აქტივობების ჩატარების მეტ თავისუფლებას და სიმარტივეს გვაძლევს.

ევროკრედიტი მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიაა და კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორი პარტნიორების შერჩევაა, და განსაკუთრებით მნიშვნლოვანია ეს საფინანსო სექტორში“ - ამბობს ევროკრედიტის ფინანსური დირექტორი, გუჯა ცინცაძე.

როგორც ევროკრედიტიში აცხადებენ, ბოლო პერიოდში კომპანიამ გააფართოვა თანამშრომლობის არეალი არსებულ თუ ახალ პარტნიორებთან, ტექნოლოგიების, საგანმანათლებლო თუ სპორტული მიმართულებით. ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში გულისხმობს მეტი შესაძლებლობის და კეთილდღეობის შექმნას როგორც ბიზნეს სუბიექტებისთვის, ასევე მათი მომხმარებლებისთვის.

(R)

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან