ნინოწმინდისა და წყაროსთავის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისა და სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფის მიზნით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დაგეგმილი პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლების - ნინოწმინდისა და წყაროსთავის წყლის სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობისთვის. დღეის მდგომარეობით, სოფლებში არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა. მოქმედი ჭაბურღილები რეაბილიტაციას საჭიროებს და მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.

„სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია 11 ჭაბურღილისა და 7 რეზერვუარის რეაბილიტაცია. მოეწყობა ახალი ჭაბურღილი, რეზერვუარი, წყლის შემკრები და სატუმბი სადგური, წყალმომარაგების ქსელი, მაგისტრალური მილი. პროექტირება-მშენებლობას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8,300,000 ლარზე მეტი მოხმარდება.

პროექტირება 2022 წლის იანვარში, სამშენებლო სამუშაოები კი 2024 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც ორივე სოფლის მოსახლეობა (2 600 ადამიანი) სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა