თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესს სამივე ბრალდებული უფლებადამცველებთან ერთად ესწრება. „ტვ პირველის“ მფლობელი ვახტანგ წერეთლის ადვოკატის, კახა წერეთელის ინფორმაციით, დღეს დაიკითხება რამდენიმე გამომძიებელი, რომლებიც სასამართლოს მოუყვებიან, თუ როგორ ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები.

ამასთან, სასამართლო განიხილავს დაცვის მხარის შუამდგომლობას მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საქმეზე დართვის შესახებ.

„ჩვენი ინფორმაციით, დღეს დაიკითხება ერთი ან რამდენიმე გამომძიებელი, ისინი დაიკითხებიან ფორმალურ საკითხებთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები. პროკურატურამ 2020 წლის 20 მარტს გადმოგვცა მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები ჰოლანდიიდან, რომელიც ეხებოდა კონკრეტულ ტრანზაქციებს და ადასტურებს ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობას. ეს მტკიცებულებები ჩვენ წარვადგინეთ, რადგან პროკურატურამ არ დაურთო საქმეს და საინტერესოა დათანხმდება თუ არა პროკურატურა ჩვენს შუამდგომლობას მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დართვასთან დაკავშირებით”, - აღნიშნა კახა წერეთელმა.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა