წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს სამების ტაძარში მიაბრძანებენ

დღეს, 14:00 საათზე, წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში მიაბრძანებენ. ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეკრებილ მრევლთან და სამღვდელოებასთან ერთად უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II გადაიხდის პარაკლისს.

საგარეო უწყების ინფორმაციით კი, საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გუშინ ეწვია და მან ინდოეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩამოაბრძანა წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები.

მათივე ცნობით, 10 ივლისს, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დიდმოწამე დედოფლის წმინდა ნაწილების სამების საკათედრო ტაძარში მიბრძანების და საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემის სადღესასწაულო ცერემონიაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა