“დიდი ოცეულის“ ექსპერტთა ჯგუფი - არსებობს ალბათობა, რომ შემდეგი პანდემია უახლოესი ათწლეულის განმავლობაში იქნება

მსოფლიოს უფრო მეტი ინვესტიციის ჩადება სჭირდება, რათა თავიდან აიცილოს კოვიდ პანდემიის მსგავსი სიტუაცია, - ამის შესახებ ნათქვამია “დიდი ოცეულის“ ექსპერტების ჯგუფის მოხსენებაში, რომელიც ვენეციაში გამართულ ფინანსთა მინისტრების სამიტზე წარადგინეს.

"მსოფლიო შორს არის იმისგან, რომ მზად იყოს მომავალი პანდემიის პრევენციისთვის და შესაჩერებლად. არსებობს ალბათობა, რომ შემდეგი პანდემია ათწლეულის განმავლობაში იქნება - გრიპის ახალი შტამიდან, სხვა კორონავირუსიდან ან კიდევ სხვა რომელიმე საშიში პათოგენიდან", - ნათქვამია მაღალი დონის დამოუკიდებელი ჯგუფის მოხსენებაში.

ექსპერტები „დიდი ოცეულის“ ქვეყნებს რეკომენდაციას აძლევენ, პრევენციისა და მზადყოფნისთვის ხარჯები მომავალი 5 წლის განმავლობაში მინიმუმ 75 მილიარდი დოლარით გაზარდონ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები