ეკა ბესელია „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალებაზე - რას ფიქრობს ხელისუფლება, რომელმაც თავის თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა

ამ ვითარებაში რას ფიქრობს ხელისუფლება, რომელმაც თავის თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, როდესაც დაუშვა ასეთი ძალადობრივი ანგარიშსწორების დღე და არ გაიაზრა ამისი შესაძლო შედეგები , - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რთაც “ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას გამოეხმაურა.

ბესელიამ გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ძალადობის გამართლება არანაირი მოტივით არ შეიძლება.

"ვუსამძიმრებ ოჯახს, მედიის წარმომადგენლებს. ასეთ დროს სიტყვები არის უძლური. ვიცი, რომ ეს არის ყველაზე მეტად პროფესიაში მყოფი ადამინებისთვის ძალიან მძიმე დარტყმა. როგორც ჩანს, ასეთი მძიმე ტრაგედია არის ის კულმინაციური ეტაპი, როდესაც ადამიანები ვისაც უჭირთ სახელის დარქმევა, რომ ძალადობის გამართლება არანარი მოტივით არ შეიძლება, შემდეგ ალბათ, ახერხებენ ამ სახელის დარქმევას. ამ ვითარებაში რას ფიქრობს ხელისუფლება, რომელმაც თავის თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, როდესაც დაუშვა ასეთი ძალადობრივი ანგარიშწორების დღე და არ გაიაზრა ამისი შესაძლო შედეგები.

ლექსო შეიძლება იქვე გარდაცვლილოყო, როდესაც მას 20 ადამიანი სასტიკად ექცეოდა. იქ ის სასწაულად გადარჩა ისევე როგორც სასწაულად გადარჩნენ სხვა ჟურნალისტები. ან რატომ არ არის 4-ზე მეტი ადამიანი დაკავებული, როდესაც 20-მდე ადამიანი ძალადობდა მასზე" , - განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა