ალექსანდრე გეჯაძე - ექსპერტიზის წინაშე დასმულია შეკითხვები: რა არის ლექსო ლაშქარავას უშუალოდ სიკვდილის მიზეზი და  მიღებული ჰქონდა თუ არა ნარკოტიკული ნივთიერება, ან რაიმე საძილე პრეპარატი

„ტვ პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა.როგორც ჟურნალისტება, ექსპერტიზაში ჩართულმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ განუცხადა, კვლევამ არაერთ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, მათ შორის კი იმას, მიღებული ჰქონდა თუ არა ლექსო ლაშქარავას ნარკოტიკული ნივთიერება, ან რაიმე საძილე პრეპარატი.

„მიცვალებული გამოკვლეული იქნა ერთობლივად, სამხარაულის საექსპერტო სტრუქტურის ექსპერტთან ერთად. ჩემი უშუალო მონაწილეობით და ჩართულობით, ამავდროულად, კრიმინალისტებთან ერთად, რომლებმაც აიღეს შესაბამისი მასალა. ექსპერტიზის წინაშე გადასაწყვეტად დასმულია ამ ეტაპზე ძირითადი, სტანდარტული შეკითხვები, რაც მდგომარეობს შემდეგში: რა არის უშუალოდ გარდაცვლილის სიკვდილის მიზეზი, რა დაზიანებები ჰქონდა მას. რა არის ამ დაზიანებების ხასიათი, იკვეთება თუ არა მიზეზშედეგობრივი კავშირი დაზიანებებსა და დამდგარ შედეგს შორის.

ასევე დგას საკითხი და გვამიდან აღებული იქნა ნიმუში პასუხის გასაცემად, მიღებული ჰქონდა თუ რა ნარკოტიკული ნივთიერება, მიღებული ჰქონდა, თუ არა რაიმე საძილე პრეპარატი, ან სხვა რაიმე ტოქსიკური ნივთიერების ზემოქმედებას ხომ არ ჰქონდა ადგილი. ამავდროულად, აღებული იქნა თითის ანაბეჭდები, ფრჩხილის ნიმუშები ანაწმენდების სახით, დნმ-ის კვლევისთვის მასალა სახის და ხელის მიდამოდან“, - აღნიშნავს გეჯაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა