ალეკო ელისაშვილი - ლევან ვასაძე არ არის პოლიტიკოსი, ის არის რუსეთის ნომრიანი აგენტი

გულახდილად რომ გითხრათ, ლევან ვასაძე არ არის პოლიტიკოსი, ის არის რუსეთის ნომრიანი აგენტი, რომელიც არ მალავს, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მოძრაობა „ერის“ ლიდერის ლევან ვასაძის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ელისაშვილმა განაცხადა, ვასაძის განცხადებები არის რუსულ სპეცსამსახურებში მოგონილი „საზიზღარი აზრი”.

„გასაგებია, რომ მისი განცხადებები არის ისრების გადმოტანა და შეტევა საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეებზე, ჩვენს გულწრფელ მეგობრებზე. ვასაძის განცხადებები არის რუსულ სპეცსამსახურებში მოგონილი საზიზღარი აზრი. რეაგირება ის უნდა იყოს, რომ ვასაძისნაირმა ადამიანმა ხმა არ უნდა ამოიღოს არჩევნებზე”,- განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი მოძრაობა „ერის” ლიდერმა ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ „დიდი ალბათობით, ლექსო ლაშქარავა ცოცხალი იქნებოდა, რომ არა ის პროვოკატორები, ვინც ეცადნენ საზოგადოებისთვის „პრაიდის“ დაძალებას, პირველ რიგში მახსენდება ელჩი კელი დეგნანი - არ გაჩუმდა და ქაჯივით ბოლომდე აწვებოდა”.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა