პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო

პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც.

ცოტა ხნის წინ სხდომათა დარბაზში მედიაორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შეიჭრნენ. მათი გაღიზიანება პარლამენტის შენობაში შესასვლელად რამდენიმე ჟურნალისტისთვის საშვის დაშვებაზე უარის თქმამ გამოიწვია.

ოპოზიციონერი დეპუტატები მოქალაქეებსა და სხდომათა დარბაზში შეკრებილ დეპუტატებს საპარლამენტო ტრიბუნიდან მიმართავენ.

დარბაზში სიტუაციის განმუხტვას მანდატურის სამსახური ცდილობს.

„ამ დანაშაულის თანამონაწილე ხართ, გადააყენეთ ღარიბაშვილი, გომელაური და შემდეგ შევძლებთ, რომ გავაგრძელოთ ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება, ჩავატაროთ ვადამდელი არჩევნები და ავირჩიოთ მთავრობა, რომელიც კი არ ძალადობს ხალხზე, იცავს კონსტუტიციას და ხალხს“, - მიმართა საპარლამენტო ტრიბუნიდან მოქალაქეებსა და დეპუტატებს „ნაციოანლური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინათინ ბოკუჩავამ.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა