ახალგაზრდობის სააგენტომ ევროკავშირის პროექტის გუნდის ლიდერს კრისტიან ვაგნერსა და ექსპერტ ოლგა სტუზინსკაიას უმასპინძლა

ახალგაზრდობის სააგენტომ ევროკავშირის EU4Youth: Youth Engagement Roadmaps -ის პროექტის გუნდის ლიდერს კრისტიან ვაგნერსა და ექსპერტ ოლგა სტუზინსკაიას უმასპინძლა.

მათი ცნობით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სააგენტოს, როგორც ახალგაზრდული სფეროს განვითარებაზე პასუხისმგებელი პროექტში ჩართულ სახელმწიფო უწყებასთან, მიმდინარე რეფორმის კომპონენტების განხილვა და თანამშრომლობის კონკრეტული ნაბიჯების დასახვა სამომავლოდ.

ახალგაზრდობის სააგენტოს განმარტებით, EU4Youth: Youth Engagement Roadmaps პროექტში ჩართულია აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანა. პროექტის მიზანია აღნიშნულ ქვეყნებში, საუკეთესო ევროპული პრაქტიკის დანერგვა, ახალგაზრდების მონაწილეობის, ტრენინგების, დასაქმების, მეწარმეობისა და ინკლუზიის მიმართულებით არსებული გამოწვევების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, სამომავლო თანამშრომლობისთვის.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს